„კურსდამთავრებულთა კვლევისა და ჩართულობის სისტემები უმაღლესი და პროფესიული განათლების დაწესებულებებისთვის“ პრეზენტაცია და საორიენტაციო ვორქშოპი.

29-30 ოქტომბერს გაიმართა პროექტის „კურსდამთავრებულთა კვლევისა და ჩართულობის სისტემები უმაღლესი და პროფესიული განათლების დაწესებულებებისთვის“ პრეზენტაცია და საორიენტაციო ვორქშოპი. პროექტის მიზანია უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში კურსდამთავრებულთა კვლევისა და მათთან მდგრადი თანამშრომლობის სისტემების განვითარება. პროექტი დაწესებულებებს დაეხმარება, შეისწავლონ კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების შედეგები, მიღებული მონაცემებით გააუმჯობესონ საგანმანათლებლო პროგრამები და უკეთ უპასუხონ შრომის ბაზრის მოთხოვნებს. პროექტს ახორციელებს ათასწლეულის […]

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლები სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლას ეწვივნენ

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლები სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლას ეწვივნენ – სკოლას, რომელიც 1873 წელს დაარსდა და დღეს სულ რაღაც 18 მოსწავლეს აერთიანებს. დეხვირის საჯარო სკოლა წლებია გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების განვითარებაზე მუშაობს. სკოლაში აღდგენილია ქართული ხორბლის ავთენტური სახეობები – მახა, ზანდური და გვაწა; ასევე აქტიურად მიმდინარეობს სასწავლო საქმიანობა ბოსტნეულისა და ვაზის […]

თამაზ ბექაიას ფონდის წარმომადგენლები ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლას ეწვია

თამაზ ბექაიას ფონდის წარმომადგენლები ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლას ვეწვიეთ, რათა ადგილზე გვენახა, როგორ განხორციელდა გასული წლის სოფლის საჯარო სკოლების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტი და როგორ იქცა მიღებული მხარდაჭერა მოსწავლეებისთვის ახალ შესაძლებლობად. სკოლაში 28 მოსწავლე სწავლობს. აქ წლებია აქტიურად ფუნქციონირებს სპორტული სექციები – მათ შორის ჭიდაობის, სადაც სხვადასხვა ასაკის გოგო-ბიჭები ვარჯიშობენ, მონაწილეობენ სასკოლო, რაიონულ […]

ახალი ნაბიჯი განათლების ხარისხისა და კურსდამთავრებულთა წარმატებისთვის!

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი, ათასწლეულის ფონდთან ერთად, ასევე გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს ახალ მნიშვნელოვან პროექტს: „უმაღლესი და პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა კვლევისა და ჩართულობის სისტემები საქართველოში“. რა არის პროექტის მთავარი მიზანი? საქართველოს 10 უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (მათ შორის რეგიონულ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში) შეიქმნას ალუმნებთან (კურსდამთავრებულებთან) თანამშრომლობისა და კვლევის მდგრადი, თანამედროვე სისტემები. რას შეცვლის […]

შრომა რომელიც შედეგად იქცევა – ლიზ რიგალ კუკავას ისტორია

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სამგზის სტიპენდიატი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა ლიზ რიგალ-კუკავამ, საკუთარი პროფესიული და შემოქმედებითი გზის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია – პირველი პერსონალური გამოფენის სახით. „გადამკვეთი სივრცეები“ – ლიზ რიგალის პირველი პერსონალური გამოფენაა, რომელიც ტექსტილის მუზეუმში გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები იკვლევდა ინტუიციას, როგორც პირველადი ინფორმაციის წყაროს და იმ გზებს, […]

სოფლის საჯარო სკოლებისთვის, რიგით მე-5 საგრანტო კონკურის 1-ლი ეტაპი დაიწყო!

თამაზ ბექაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდი სოფლის საჯარო სკოლებისთვის რიგით მე-5 საგრანტო კონკურსს იწყებს. დღეს, პირველ ოქტომბერს დაიწყო რიგით მე-5 საგრანტო კონკურის 1-ლი ეტაპი. პირველ ეტაპზე სკოლებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სკოლის შესახებ და 100 სიტყვიან პროექტს. კონკურსის პირობაა რომ პროექტის შედგენაში სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად მოსწავლეებიც უნდა მონაწილეობდნენ და განაცხადს აუცილებლად ადასტურებდეს სკოლის […]

გამოვლინდნენ 2025-2026 სასწავლო წლის მიმდინარე სემესტრის სტიპენდიატები

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ 2025-2026 სასწავლო წლის მიმდინარე სემესტრის სტიპენდიატები – სტუდენტები, რომელთა აკადემიური შედეგები, მიზანდასახულობა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა კიდევ ერთხელ იქცა აღიარების საფუძვლად. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ სტუდენტების წარმოჩენას, რომლებმაც მრავალგზის სტიპენდიატობა მოიპოვეს. მათ შორის, პირველად გამოვლინდა 6-გზის სტიპენდიატი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე 5-გზის სტიპენდიატები თბილისის სახელმწიფო […]

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს 5 წელი შეუსრულდა

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის გზა – 5 წელი, როგორც განათლებაში ინვესტიცია განათლებაში ჩადებული ძალისხმევა ყოველთვის სცდება დროის ჩარჩოებს. ის ქმნის შედეგს, რომელიც არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც იგრძნობა. თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დაარსებიდან 5 წელი გავიდა — პერიოდი, რომელიც უკვე მკაფიოდ იკითხება მიღწევებში, რეალურ ისტორიებსა და ადამიანებში, რომლებმაც ამ მხარდაჭერით შეძლეს საკუთარი გზის გაძლიერება. ამ […]

გამოვლინდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიდან შერჩეული 2025 წლის სტიპენდიანტები.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან,  უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ორმა სტუდენტმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ყოველთვიური სტიპენდია მოიპოვა, ამასთან ერთად, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებით აკადემიაში ჩარიცხული უმაღლესი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი, ამჟამინდელი აქტიური სტატუსის მქონე პირველკურსელი ბაკალავრი ფონდის პრემიის მფლობელი გახდა. თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ გასული სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ფონდის მხრიდან პრიორიტეტულად აღიარებული ფაკულტეტების […]

სოფლის საჯარო სკოლების, რიგით მე-4 საგრანტო კონკურსის შედეგები ცნობილია!

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის მიერ გამოცხადებული სოფლის საჯარო სკოლების, რიგით მე-4 საგრანტო კონკურსი დასრულდა და ჟიურის გადაწყვეტილებით (ჟიურის წევრები: ნათია უჩავა – 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი;დავით ლორთქიფანიძე – აკადემიკოსი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი; გოგა ჩანადირი – თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პროექტების ხელმძღვანელი; ლევან ბექაია – თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი.) გამოვლინდა სამი […]

გამოვლინდნენ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიდან შერჩეული 2025 წლის სტიპენდიანტები.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან,  უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ორმა სტუდენტმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ყოველთვიური სტიპენდია მოიპოვა, ამასთან ერთად, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებით აკადემიაში ჩარიცხული უმაღლესი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი, ამჟამინდელი აქტიური სტატუსის მქონე პირველკურსელი ბაკალავრი ფონდის პრემიის მფლობელი გახდა. თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ გასული სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ფონდის მხრიდან პრიორიტეტულად აღიარებული […]

ახალი ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.

19 ნოემბერს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას შორის ჩატარდა შეხვედრა, სადაც მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: რესტავრაცია/ხელოვნების ისტორია და თეორიის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მაღალრეიტინგულ სტუდენტებს, 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ყოველთვიური სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა მიეცემათ. რესტავრაცია და ხელოვნების ისტორია და თეორია წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გააზრების […]