29-30 ოქტომბერს გაიმართა პროექტის „კურსდამთავრებულთა კვლევისა და ჩართულობის სისტემები უმაღლესი და პროფესიული განათლების დაწესებულებებისთვის“ პრეზენტაცია და საორიენტაციო ვორქშოპი.
პროექტის მიზანია უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში კურსდამთავრებულთა კვლევისა და მათთან მდგრადი თანამშრომლობის სისტემების განვითარება. პროექტი დაწესებულებებს დაეხმარება, შეისწავლონ კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების შედეგები, მიღებული მონაცემებით გააუმჯობესონ საგანმანათლებლო პროგრამები და უკეთ უპასუხონ შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
პროექტს ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის მხარდაჭერით.