ახალი ნაბიჯი განათლების ხარისხისა და კურსდამთავრებულთა წარმატებისთვის!

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი, ათასწლეულის ფონდთან ერთად, ასევე გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს ახალ მნიშვნელოვან პროექტს: „უმაღლესი და პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა კვლევისა და ჩართულობის სისტემები საქართველოში“.
რა არის პროექტის მთავარი მიზანი?
საქართველოს 10 უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (მათ შორის რეგიონულ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში) შეიქმნას ალუმნებთან (კურსდამთავრებულებთან) თანამშრომლობისა და კვლევის მდგრადი, თანამედროვე სისტემები.
💡 რას შეცვლის ეს პროექტი?
– მტკიცებულებებზე დაფუძნებული განათლება: შეიქმნება კურსდამთავრებულთა კვლევის ერთიანი მეთოდოლოგია და მონაცემთა ანალიტიკური სისტემა.
– მჭიდრო კავშირი შრომის ბაზართან: სასწავლო პროგრამები უკეთ მოერგება რეალურ დასაქმების მოთხოვნებს.
– ძლიერი კურსდამთავრებულთა კავშირი: გაძლიერდება კურსდამთავრებულთა მენტორობისა და პროფესიული თანამშრომლობის შესაძლებლობები.
– შედეგების მონიტორინგი: შეფასდება კურსდამთავრებულთა დასაქმება, კარიერული ზრდა და განათლებით კმაყოფილება.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები და საპილოტე კვლევები, ხოლო შემუშავებული მეთოდოლოგია და სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომი გახდება საქართველოში მოქმედი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვისაც.
🤝 ერთად გავაძლიეროთ განათლებისა და ეკონომიკის კავშირი ახალგაზრდების უკეთესი მომავლისთვის!