სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლა

იქიდან გამომდინარე, რომ სკოლაში სწავლობს სხვადასხვა ეროვნების მოსწავლე, პროექტის მიზანი იყო სკოლაში ჩამოვაყალიბებულიყო წრე “ლიტერატურა და კინო”, რისთვისაც საჭირო იყო ერთ-ერთი ოთახის გამოყოფა, სადაც თვეში ორჯერ მოხდებოდა შეკრება და ლიტერატურასთან დაკავშირებულ ქართული ფილმების ჩვენება. ოთახის კეთილმოსაწყობად, სკოლას პროექტის მიხედვით ესაჭიროებოდა შესაბამისი ინვენტარი: კომპიუტერი, პროექტორი, მონიტორი და დასასხდომი პუფი.
სსიპ თამარ მეფის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლა

სკოლის მიზანი, პროექტის ფარგლებში იყო, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის და ჩამოყალიბებულიყო საველე კვლევითი ლაბორატორია. ამ მიზნით სკოლის ეზოში განთავსდა სათბური, სადაც მოსწავლეები ატარებენ ცდებს, კვლევებსა და გადიან დაკვირვების ყველა ეტაპს.ამის შედეგად გამომუშავდება უნარ-ჩვევები, რომლებიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობაში მათ აქტიურ და მიზნობრივ ჩართულობას, ანხორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც სამომავლოდ მათ დასაქმებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას […]
სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლა

სკოლამ გაიმარჯვა ინფრასტრუქტურული პროექტით. სკოლის წყლით მომარაგება ხდებოდა ეზოში არსებული ჭიდან, რომელშიც გვალვების გამო უმეტესად არ მოიპოვებოდა წყლის საჭირო მარაგი. ეს კი ისეთ პრობლემებს უქმნიდა სკოლას როგორებიცაა: სკოლის თანამშრომლების მიერ შორი მანძილიდან წყლის მოზიდვა და ასევე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის დარღვევა. საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად, სკოლიდან 600 მეტრში არსებული წყაროს გამანაწილებელ ავზში ელ. ტუმბოს საშუალებით მოახდინეს წყლის […]
სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლა

სოფელ ბებნსისი საჯარო სკოლა ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სკოლაში 202 მოსწავლე სწავლობს და ასწავლის 27 მასწავლებელი. სკოლაში ფუნქციონირებს კლუბი „ დატოვე კვალი“ რომლის ფარგლებშიც იქმნება დეკორაციები, იკერება თოჯინები. მათ შექმნაში მონაწილეობას იღებს სკოლის 13 შშმ მოსწავლე. სკოლასთან ახლოს, არის სასკოლო ასაკის შშმ პირთა ცენტრი, რომელთანაც აქტიურად ხორციელდება თანამშრომლობა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა მცირე საწარმო, მათი ჩართულობით შეიკერა […]
სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლა

სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლა მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ კი, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სკოლაში 30 მოსწავლე სწავლობს და ასწავლის 19 მასწავლებელი. სკოლაში ბისერების საშუალებით იქმნებოდა სხვადასხვა ნივთები და ხელნაკეთობები. პროექტის დაფინანსების შედეგად კლუბმა გააფართოვა საქმიანობა, უფრო მეტი მოსწავლე ჩაერთო ბისერებით ხელნაკების დამზადებაში,აღსანიშნავია რომ მათი ინტერესი ამის მხვრივ დიდია ,სურვილი აქვთ სკოლის კურსდამთავრებულებსაც მიიღონ მონაწილეობა და შექმნან ახლი […]
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის N1 საჯარო სკოლა

სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის N1 საჯარო სკოლის პროექტის მიზანია, შეიქმნას ინკლუზიური, ინტერაქტიური სივრცე, რომელიც დაეხმარება არაქართულენოვან მოსწავლეებს: ქართული ენის უკეთ შესწავლაში პრაქტიკული და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით; სამოქალაქო განათლების გააზრებაში და მოქალაქეობრივი ღირებულებების განვითარებაში; სოციალური ბარიერების გადალახვაში, რაც ხელს შეუწყობს მათ სრულფასოვან ჩართულობას ქართულ საზოგადოებაში. პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე, ინკლუზიური და კომფორტული სივრცე, რომელიც აღიჭურვება: […]
სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლა

სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლის პროექტის მიზანია, შეისწავლონ სოფლის ისტორია, შეეცადონ უძველესი ტრადიციების აღორძინება, ეთნო კუთხის მოწყობით შექმნან ტურისტებისათვის საინტერესო ლეჩხუმური გარემო, ამით ხელი შეუწყონ ეკოტურიზმის განვითარებას , ხორბლისა და ლეჩხუმის მხარის პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში მოძიებულ იქნა მასალები ,,მახასა“ და ,,ზანდურის’’ შესახებ . ,,მახა’’-მატერიალური კულტურის უნიკალური ძეგლია . ,,ზანდური ‘’- კი ხორბლის პრეისტორიული […]
სსიპ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლა

სსიპ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის პროექტი მიზნად ისახავს STEM მიმართულებით მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას, კრიტიკული აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას. სკოლაში დაგეგმილია STEM კლუბის ჩამოყალიბება და აქტიური მუშაობის დაწყება, რისთვისაც სკოლას სჭირდება თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ელექტრონული კომპონენტების, Arduino მიკროკონტროლერების, სხვადასხვა სენსორებისა და სხვა მასალების შეძენა, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად […]