შემოდგომის სემესტრის სტიპენდიატების გამოვლენა-დაჯილდოვება

2025 წლის გაზაფხულის სემესტრი უკვე დაიწყო. თამაზ ბექაიას ფონდმა კი, ტრადიციისამებრ გამოავლინა 21 სტიპენდიატი გასული შემოდგომის სასწავლო სემესტრის აკადემიური მოსწრების მიხედვით. გაიმართა დაჯილდოება, რომელსაც ესწრებოდნენ გამოვლენილი სტიპენდიატები და იმ უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს წარჩინებული სტუდენტების აღმოჩენაში. ღონისძიება ჩატარდა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა მიეცათ, ღონისძიების დასრულების შემდეგ, დეტალურად დაეთვალიერებინათ და გაცნობოდნენ […]

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს 4 წელი შეუსრულდა

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს 4 წელი შეუსრულდა. ფონდი 2021 წლის 3 მარტს დაარსდა და დაარსების დღიდან ასრულებს იმ მიზანსა და იდეას, რაც არის მისი მთავარი მამოძრავებელი მოტივი “ შევქმნათ მზრუნველობითი, წამახალისებელი მიდგომა ნიჭიერი სტუდენტების მიმართ, რათა დავეხმაროთ, მიიღონ უმაღლესი განათლება და ფინანსური მხარდაჭერა აკადემიური პერიოდის განმავლობაში” ფონდი 6 სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს და ხელს უწყობს ისეთი […]

2024 წლის სოფლის საჯარო სკოლების საგრანტო პროექტი

2024 წლის 1-ელ ოქტომბერს, გამოცხადდა სოფლის საჯარო სკოლების რიგით მესამე საგრანტო კონკურსი, რომელიც თამაზ ბექაიას საგანამათლებლო ფონდის მიერ ტარდება. პროექტის მიზანი წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში იყო ერთი – სასწავლო პროცესის ხელშეწყობა-გაუმჯობესება სოფლად მცხოვრები მოსწავლეებისთვისა და მასწავლებლებისთვის, რომლებსაც აქვთ ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო გამოწვევები. პროექტი კვლავ სამ ეტაპად  ჩატარდა 👇 ◾ პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილეებს უნდა […]

ახალი ფაკულტეტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

14 იანვარს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდსა და თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ჩატარდა შეხვედრა, რომელზეც მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: სტუ-ს მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მაღალრეიტინგულ სტუდენტებს, 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ყოველთვიური სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა მიეცემათ. მოგეხსენებათ, რომ მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი სახელმწიფოს სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე და მაღალმთიანი რეგიონებისთვის […]

ახალი ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

2025 წლის 17 იანვარს გაიმართა შეხვედრა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის. ფონდსა და უნივერსიტეტს შორის სამწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, ამ მიღწეული ურთიერთობების გაღრმავების ახალი ეტაპი იწყება. გაზაფხულის სემესტრიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებიც შეძლებენ თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიის მოპოვებას. ეს ფაკულტეტი რიგით მეოთხეა […]