26 ნოემბერს სასტუმრო “მონოგრაფში” გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდსა და იმ სტუდენტებს შორის, რომლებიც სწავლობენ ფონდის პარტნიორ უნივერსიტეტებში და მოიპოვეს სტიპენდია. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც.
ღონისძიებაზე სტუდენტებსა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს გაეცნოთ ფონდის შექმნის ისტორია, მიზანი, მისია და სამომავლო გეგმები. მოწვეულმა სტუმრებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს საკუთარი სურვილები და მოლოდინები ფონდისგან.