მემორანდუმის გაფორმება

24 თებერვალი

მემორანდუმის გაფორმება სამხატვრო აკადემიასთან

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ ფონდი უკვე მეხუთე უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.

ხელმოწერის ცერემონია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა და მას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, უნივერსიტეტის, ფონდის წარმომადგენლები და სტუდენტები. სტუმრებმა სიტყვით გამოსვლისას უმაღლესი განათლების განვითარებაში საგანმანათლებლო ფონდის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აღნიშნული ღონისძიება გამოირჩევა იმით, რომ მემორანდუმის გაფორმებისთანავე, ფონდის სტიპენდიანტი გახდა 2 სტუდენტი, რომლებიც აფხაზეთიდან არიან და სწავლას სამხატვრო აკადემიაში განაგრძობენ სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, დაზგური ფერწერის მიმართულებით. სხვა სტიპენდიანტებისგან განსხვავებით, რომლებიც თითო სემესტრის განმავლობაში იღებენ სტიპენდიას, აღნიშნული 2 სტუდენტი სწავლის დასრულებამდე შეინარჩუნებს ამ სტატუსს.