სოფლის საჯარო სკოლებისთვის, რიგით მე-5 საგრანტო კონკურის 1-ლი ეტაპი დაიწყო!

თამაზ ბექაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდი სოფლის საჯარო სკოლებისთვის რიგით მე-5 საგრანტო კონკურსს იწყებს.

დღეს, პირველ ოქტომბერს დაიწყო რიგით მე-5 საგრანტო კონკურის 1-ლი ეტაპი.

პირველ ეტაპზე სკოლებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სკოლის შესახებ და 100 სიტყვიან პროექტს. კონკურსის პირობაა რომ პროექტის შედგენაში სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად მოსწავლეებიც უნდა მონაწილეობდნენ და განაცხადს აუცილებლად ადასტურებდეს სკოლის დირექტორი.

კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა შეივსოს შემდეგი ფორმა, საკონტაქტო ელფოსტის მისამართში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს სკოლის ოფიციალური ელფოსტა და სკოლის დირექტორის ტელეფონის ნომერი. სკოლიდან მხოლოდ 1 განაცხადი მიიღება.
https://forms.gle/eYzioJRGmLp4jnt27

პირველი ეტაპის პროექტები მიიღება 31 ოქტომბრის ჩათვლით. 1-ელ ნოემბერს ჟიური 20 კანდიდატს გამოავლენს, რომლებმაც 20 დღეში უნდა წარმოადგინონ ორასსიტყვიანი პროექტი, 25 დეკემბერს კი გამოვლინდება 3 გამარჯვებული სკოლა, რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებლად იქნება მთის სკოლა.

ჟიურის წევრები არიან:
გიორგი გიორგაძე, დიდოსტატი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტი.
ჟანა ხაჩატურიანი, 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი.
გოგა ჩანადირი, თამაზ ბექაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდის პროექტების ხელმძღვანელი.
ლევან ბექაია, თამაზ ბექაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი.

კონკურსი ითვალისწინებს სკოლების მიერ წარდგენილი 3 პროექტის დაფინანსებას, რომელიც შეიძლება იყოს როგორც საგანმანათლებლო, ასევე ინფრასტრუქტურული ხასიათის და მიზნად უნდა ისახავდეს სასწავლო პროცესის ხელშეწყობა-გაუმჯობესებას.

თითოეულ გამარჯვებულ სკოლას ფონდისგან გრანტის სახით 8 ათასი ლარი გადაეცემა.

საგრანტო კონკურსის მიზანია სოფლის საჯარო სკოლებში როგორც სასწავლო პროცესის ხელშეწყობა, ასევე მოსწავლეებში სკოლის მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდა, პროექტების წერისა და წარდგინებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.