ფონდის პრეზენტაცია

საგანმანათლებლო ფონდის პრეზენტაცია

 პარლამენტში თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პრეზენტაცია გაიმართა
 ღონისძიებაზე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის წევრებმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ და უნივერსიტეტის რექტორებმა. ფონდის ხელმძღვანელმა ლევან ბექაიამ მოწვეულ სტუმრებს ფონდის საქმიანობა გააცნო და გაუზიარა ფონდის მიზნები და პროექტები.
 ღონისძიებაზე საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლა და თამარ მეფის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლა 8000-ლარიანი პრიზით დაჯილდოვდა.