ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

თამაზ ბექაია წარმატებული, ფილანტროპი, ქართველი ბიზნესმენია. მან მთელი თავისი ცხოვრება სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვას მიუძღვნა, ეხმარებოდა ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებსაც მატერიალური შესაძლებლობის არქონა ხელს უშლიდათ  განათლების მიღებაში, პირადი ხარჯებით უფინანსებდა მათ სწავლის გადასახადს, ამარაგებდა წიგნებითა და სხვა რესურსებით.

საგანმანათლებლო ფონდის დაარსების იდეა თამაზ ბექაიას, მის ერთგულ მეგობარსა და თანამოაზრე, გოგა ჩანადირს, სწორად მაშინ გაუჩნდათ, როდესაც საქართველოს სოფლებში მცხოვრებ 100-მდე ოჯახს ნოუთბუქებით ამარაგებდნენ, რათა კოვიდ-პანდემიის დროს სწავლა შეუფერხებლად გაეგრძელებინათ. საგანმანათლებლო ფონდს ექნებოდა შესაძლებლობა, მოეცვა უფრო ფართო აუდიტორია, წაეხალისებინა მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა და სწრაფვას, სწავლის ხელშეწყობისაკენ, ორგანიზებული და თანმიმდევრული სახე ჰქონოდა.

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი ოფიციალურად 2021 წლის 5 მარტს დაფუძნდა. ფონდის მისიაა ,,შევქმნათ მზრუნველობითი, წამახალისებელი მიდგომა ნიჭიერი სტუდენტების მიმართ, რათა დავეხმაროთ, მიიღონ უმაღლესი განათლება და ფინანსური მხარდაჭერა აკადემიური პერიოდის განმავლობაში.”

ლევან ბექაია

დირექტორი

გოგა ჩანადირი

პროექტების ხელმძღვანელი

მარიამ ცანდიშვილი

კომუნიკაციების მენეჯერი

პარტნიორი უნივერსიტეტები

დაარსებიდან მალევე მომზადდა როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური მხარე, გაიმართა უშუალო კომუნიკაცია განათლების მინისტრსა და მის მოადგილესთან, შედეგად კი წარმატებით შედგა მემორანდუმები უნივერსიტეტებთან:

პირველი წლის მონაცემებით თამაზ ბექაიას ფონდმა დააფინანსა 29 სტიპენდიატი. საგანმანათლებლო ფონდმა ასევე გამოავლინა 5 პრემიის მფლობელი, რომლებიც ერთჯერადად დაფინანსდნენ 1500 ლარის ოდენობით. პრემიის მფლობელები გახდნენ, ჩამოთვლილ უნივერსიტეტებში ჩარიცხული, სტუდენტები, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები ჰქონდათ მიღებული. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტიპენდიანტებს შორის 2 აფხაზი სტუდენტია

სხვადასხვა დარგში პროფესიონალების თვალსაჩინო უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, ფონდი ფოკუსირდება სტატისტიკურად ნაკლებად პოპულარული, თუმცა ქვეყნის წარმატებული საქმიანობისთვის აუცილებელი, საგანმანათლებლო მიმართულებების პოპულარიზებასა და ხელშეწყობაზე. ამ ეტაპისთვის შეირჩა საბუნებისმეტყველო, პედაგოგიური, სამედიცინო, სამშენებლო და სამთო ფაკულტეტები.

ახლო მომავალში, ფონდი მიზნად ისახავს, როგორც საგანმანათლებლო მიმართულებების გამრავალფეროვნებას, ასევე უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების რაოდენობის გაზრდას, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ფონდი სრულად დამოუკიდებელი და გამჭირვალეა, მისი საქმიანობა კი ფინანსდება თამაზ ბექაიას ბიზნესის შემოსავლებით. ფონდს აქვს მზაობა, დამოუკიდებლად იარსებოს დიდი ხნის განმავლობაში, რათა საქართველოს მომავალ თაობებსაც მისცეს შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი განათლება, დაეუფლონ სასურველ პროფესიებსა და განავითარონ უნარები.