გამოვლინდნენ 2025-2026 სასწავლო წლის მიმდინარე სემესტრის სტიპენდიატები

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ 2025-2026 სასწავლო წლის მიმდინარე სემესტრის სტიპენდიატები – სტუდენტები, რომელთა აკადემიური შედეგები, მიზანდასახულობა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა კიდევ ერთხელ იქცა აღიარების საფუძვლად.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ სტუდენტების წარმოჩენას, რომლებმაც მრავალგზის სტიპენდიატობა მოიპოვეს. მათ შორის, პირველად გამოვლინდა 6-გზის სტიპენდიატი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე 5-გზის სტიპენდიატები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
ეს შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მთავარ ღირებულებას, რომელსაც ფონდი წლების განმავლობაში იზიარებს — სტიპენდია არ არის მხოლოდ ერთჯერადი მხარდაჭერა, ეს არის უწყვეტი განვითარების, პასუხისმგებლობისა და შრომის აღიარება.
თითოეული სტიპენდიატი წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება განათლება იქცეს რეალურ შესაძლებლობად,
ხოლო შესაძლებლობა მომავალზე ორიენტირებულ შედეგად.
ფონდი აგრძელებს იმ ახალგაზრდების მხარდაჭერას, რომლებიც საკუთარი ცოდნით, შრომითა და მიზანდასახულობით ქმნიან ძლიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ მომავალს.