გამოვლინდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიდან შერჩეული 2025 წლის სტიპენდიანტები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან,  უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ოთხმა სტუდენტმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ყოველთვიური სტიპენდია მოიპოვა, ამასთან ერთად, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებით თსუ-ში ჩარიცხული უმაღლესი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი, ამჟამინდელი აქტიური სტატუსის მქონე პირველკურსელი ბაკალავრი ფონდის პრემიის მფლობელი გახდა.

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ გასული სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ფონდის მხრიდან პრიორიტეტულად აღიარებული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები:

  • ეთერ გელაშვილი – დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • თიკა ფიფია – ქიმიის პროგრამა;
  • ლუკა კეზუა – ფიზიკის პროგრამა;
  • მარიჩი მაკარიძე – ბიოლოგიის პროგრამა.
და პრემიის მფლობელი:
  • თინათინი ლონგიშვილი – ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკაში (ინგლისურენოვანი)
უნივერსიტეტში ტრადიციისამებრ გაიმართა დაჯილდოება და საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები და უნივერსიტეტის წარმომადგენლები.