თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიდან შერჩეული 2025 წლის სტიპენდიანტები გამოვლინდნენ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოთხი ფაკულტეტის უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ოთხმა სტუდენტმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ყოველთვიური სტიპენდია მოიპოვა, ამასთან ერთად, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებით თსსუ-ში ჩარიცხული უმაღლესი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი, ამჟამინდელი აქტიური სტატუსის მქონე პირველკურსელი ბაკალავრი ფონდის პრემიის მფლობელი გახდა.

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ გასული სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ფონდის მხრიდან პრიორიტეტულად აღიარებული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები:

ბაჩალიაშვილი საბა – ფარმაციის ფაკულტეტი;
სომხიშვილი ალბერტ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი;
კვარაცხელია სალომე – საექთნო საქმის საბაკალავრო ქართულ-ავსტრიული პროგრამა;
კევლიშვილი მარიამი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის საბაკალავრო პროგრამა.

ფონდის პრემია კი, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულ აბიტურიენტს – მარიამ მათოშვილს გადაეცა, რომელიც დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის (ინგლისურენოვანი) პირველკურსელია.

უნივერსიტეტში ტრადიციისამებრ გაიმართა დაჯილდოება და საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები და უნივერსიტეტის წარმომადგენლები.