კონკურსი ითვალისწინებს სამი პროექტის დაფინანსებას, როგორც საგანმანათლებლო, ასევე ინფრასტრუქტურული ხასიათის. პროექტის მიზანია სასწავლო პროცესის ხელშეწყობა-გაუმჯობესება სოფლად მცხოვრები მოსწავლეებისთვისა და მასწავლებლებისთვის, რომლებსაც აქვთ ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო გამოწვევები.
საგრანტო კონკურსი სამ ეტაპს მოიცავს:
სკოლამ უნდა წარმოადგინოს 100 სიტყვიანი პროექტი, რომელშიც გადმოცემული იქნება პრობლემის არსი, მისი გადაჭრის გზა და ის თუ რა მიზანი ექნება აღნიშნული პროექტის განხორციელებას. კონკურსის პირობაა რომ პროექტის შედგენაში სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად მოსწავლეებიც უნდა მონაწილეობდნენ.
ჟიური ავლენს მეორე ეტაპზე გადასულ 20 კანდიდატ სკოლას, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ პროექტი და დეტალური ხარჯთაღრიცხვა.
გამარჯვებული სკოლების გამოვლენა. თითოეულ გამარჯვებულ სკოლას, ფონდისგან გადაეცემა რვა ათასი ლარი, რომელსაც პროექტში წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული თუ საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენებენ.
თითოეულ გამარჯვებულ სკოლას, ფონდისგან გადაეცემა რვა ათასი ლარი, რომელსაც პროექტში წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული თუ საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენებენ.
გასულ წლებში თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის მიერ გამოცხადებულ სკოლის საგრანტო კონკურსი 8 სკოლამ გაიმარჯვა:
თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი©