საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიდან შერჩეული 2025 წლის სტიპენდიანტები გამოვლინდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი ფაკულტეტის უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ოთხმა სტუდენტმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ყოველთვიური სტიპენდია მოიპოვა, ამასთან ერთად, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებით სტუ-ში ჩარიცხული უმაღლესი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი, ამჟამინდელი აქტიური სტატუსის მქონე პირველკურსელი ბაკალავრი ფონდის პრემიის მფლობელი გახდა. თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ გასული სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ფონდის მხრიდან პრიორიტეტულად […]
სოფლის საჯარო სკოლების რიგით მე-4 საგრანტო კონკურსი დაიწყო!

თამაზ ბექაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდი სოფლის საჯარო სკოლებისთვის რიგით მე-4 საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსი ითვალისწინებს სკოლების მიერ წარდგენილი 3 პროექტის დაფინანსებას, რომელიც შეიძლება იყოს როგორც საგანმანათლებლო, ასევე ინფრასტრუქტურული ხასიათის და მიზნად უნდა ისახავდეს სასწავლო პროცესის ხელშეწყობასა და გაუმჯობესებას. თითოეულ გამარჯვებულ სკოლას ფონდისგან გრანტის სახით 8 ათასი ლარი გადაეცემა. კონკურსი ორეტაპიანია. პირველი ეტაპი 1-ლ ოქტომბერს იწყება […]