საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიდან შერჩეული 2025 წლის სტიპენდიანტები გამოვლინდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი ფაკულტეტის უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ოთხმა სტუდენტმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ყოველთვიური სტიპენდია მოიპოვა, ამასთან ერთად, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებით სტუ-ში ჩარიცხული უმაღლესი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი, ამჟამინდელი აქტიური სტატუსის მქონე პირველკურსელი ბაკალავრი ფონდის პრემიის მფლობელი გახდა.

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ გასული სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ფონდის მხრიდან პრიორიტეტულად აღიარებული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები:

უჩა მჭედლიშვილი – არქიტექტურის, უბრანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი;
მარიამ ბაქრაძე – მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი;
შოთა იველაშვილი – აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი;
გულჯან ჯაფაროვა – სამშენებლო ფაკულტეტი.

ფონდის პრემია კი, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულ აბიტურიენტს – ლიკა-მარიამ შუბითიძეს გადაეცა, რომელიც არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველკურსელია.

უნივერსიტეტში ტრადიციისამებრ გაიმართა დაჯილდოება და საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები და უნივერსიტეტის წარმომადგენლები.