ახალი ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.

19 ნოემბერს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას შორის ჩატარდა შეხვედრა, სადაც მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: რესტავრაცია/ხელოვნების ისტორია და თეორიის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მაღალრეიტინგულ სტუდენტებს, 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ყოველთვიური სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა მიეცემათ.
რესტავრაცია და ხელოვნების ისტორია და თეორია წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გააზრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. აღნიშნული ფაკულტეტი უზრუნველყოფს როგორც ისტორიული და თეორიული ცოდნის მიღებას, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარებას, რაც მოგეხსენებათ რომ აუცილებელია ხელოვნების ნიმუშების, არქიტექტურული ძეგლებისა და კულტურული ობიექტების შენარჩუნებისა და კვლევისთვის.
გარდა აღნიშნული ფაკულტეტისა, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დაფინანსებით სარგებლობენ ამავე უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები.