თამაზ ბექაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდის, რიგით მე-4 საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული 20 სკოლა უკვე ცნობილია.
მეორე ეტაპზე გადავიდნენ შემდეგი სკოლები:
1. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლა
2. სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხნის საჯარო სკოლა
3. სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის საჯარო სკოლა
4. სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლა
5. სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისის საჯარო სკოლა
6. სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლა
7. სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობნის საჯარო სკოლა
8. სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლა
9. სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლის საჯარო სკოლა
10. სსიპ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლა
11. სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლა
12. სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლა
13. სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლა
14. სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლა
15. სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კორმაღლის საჯარო სკოლა
16. სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N1 საჯარო სკოლა
17. სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლა
18. სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლა
19. სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლა
20. სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურის საჯარო სკოლა
სულ შემოსული იყო 335 განაცხადი!
აღნიშნული სკოლების შერჩევის დროს, ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო საჭიროებასთან ერთად, უპირატესობა მიენიჭა იმ პროექტებს, რომლებშიც იგრძნობოდა მოსწავლეთა მონაწილეობა და მათი და ხელმძღვანელის ერთობლივი მუშაობა.
კონკურსის პირობების თანახმად, პროექტის შედგენაში სკოლის წარმომადგენლებთან ერთად მოსწავლეებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა.
მეორე ეტაპი 1-ელ დეკემბერს იწყება და დასრულდება 20 დეკემბერს! 25 დეკემბერს კი გამოვლინდება 3 გამარჯვებული, მათ შორის მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლის საჯარო სკოლა.
შერჩეული ოცი სკოლა მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა უნდა წარადგინონ მეორე ეტაპზე.