გამოვლინდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიდან შერჩეული 2025 წლის სტიპენდიანტები.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან,  უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ორმა სტუდენტმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ყოველთვიური სტიპენდია მოიპოვა, ამასთან ერთად, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებით აკადემიაში ჩარიცხული უმაღლესი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი, ამჟამინდელი აქტიური სტატუსის მქონე პირველკურსელი ბაკალავრი ფონდის პრემიის მფლობელი გახდა.

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ გასული სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ფონდის მხრიდან პრიორიტეტულად აღიარებული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები:

⭕ სალომე ხმალაძე – ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
⭕ ცოტნე თოდუა – ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
⭕ მინდია ტატალაშვილი – აგრონომიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა.
აღსაღნიშნავია ის არაჩვეულებრივი ფაქტი, რომ მინდია უკვე ხუთგზის სტიპენდიატია.
პრემიის მფლობელი:
⭕ ნანი ნადირაძე – ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა.
უნივერსიტეტში ტრადიციისამებრ გაიმართა დაჯილდოება და საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები და უნივერსიტეტის წარმომადგენლები.