თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან, უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ორმა სტუდენტმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ყოველთვიური სტიპენდია მოიპოვა, ამასთან ერთად, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებით აკადემიაში ჩარიცხული უმაღლესი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი, ამჟამინდელი აქტიური სტატუსის მქონე პირველკურსელი ბაკალავრი ფონდის პრემიის მფლობელი გახდა.
თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ გასული სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ფონდის მხრიდან პრიორიტეტულად აღიარებული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები:
ეკატერინა ტერატურიანი – რესტავრაცია/ხელოვნების ისტორია და თეორიის ფაკულტეტი.
და პრემიის მფლობელი:
ანა მდივნიშვილი – მოდის დიზაინის ფაკულტეტი.


