ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე სამმა სტუდენტმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ყოველთვიური სტიპენდია მოიპოვა, ამასთან ერთად, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებით ბსტუ-ში ჩარიცხული უმაღლესი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი, ამჟამინდელი აქტიური სტატუსის მქონე პირველკურსელი ბაკალავრი ფონდის პრემიის მფლობელი გახდა.
თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ გასული სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ფონდის მხრიდან პრიორიტეტულად აღიარებული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები:
- ობოლაძე მარიამ;
- მარშავა ნინო;
- ებრალიძე ლინდა;
და პრემიის მფლობელი:
- იმედა ლომაძე
უნივერსიტეტში ტრადიციისამებრ გაიმართა დაჯილდოება და საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები და უნივერსიტეტის წარმომადგენლები.



