2025 წლის გაზაფხულის სემესტრი უკვე დაიწყო. თამაზ ბექაიას ფონდმა კი,
ტრადიციისამებრ გამოავლინა 21 სტიპენდიატი გასული შემოდგომის სასწავლო სემესტრის აკადემიური მოსწრების მიხედვით.
გაიმართა დაჯილდოება, რომელსაც ესწრებოდნენ გამოვლენილი სტიპენდიატები და იმ უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს წარჩინებული სტუდენტების აღმოჩენაში.
ღონისძიება ჩატარდა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა მიეცათ, ღონისძიების დასრულების შემდეგ, დეტალურად დაეთვალიერებინათ და გაცნობოდნენ აღნიშნულ მუზეუმს.
გიზიარებთ კადრებს დაჯილდოებიდან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *