თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს 4 წელი შეუსრულდა.
ფონდი 2021 წლის 3 მარტს დაარსდა და დაარსების დღიდან ასრულებს იმ მიზანსა და იდეას, რაც არის მისი მთავარი მამოძრავებელი მოტივი “ შევქმნათ მზრუნველობითი, წამახალისებელი მიდგომა ნიჭიერი სტუდენტების მიმართ, რათა დავეხმაროთ, მიიღონ უმაღლესი განათლება და ფინანსური მხარდაჭერა აკადემიური პერიოდის განმავლობაში”
ფონდი 6 სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს და ხელს უწყობს ისეთი დარგების განვითარებას როგორიც არის: მშენებლობა, აგრონომია, ბიოლოგია, მედიცინა, პედაგოგიკა და სხვა.
ფონდს დღევანდელ დღემდე ჰყავს 124 სტიპენდიატი და 24 ლაურეატი.
სამი წელია ფონდი აქტიურად არის ჩართული სოფლის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო საკითხების გადაჭრაში. ამ სამი წლის განმავლობაში უკვე დაფინანსდა 8 სოფლის საჯარო სკოლა.