სკოლების საგრანტო კონკურსი

სასკოლო საგრანტო კონკურსის ორი გამარჯვებული სკოლა

გამოვლინდა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის მიერ გამოცხადებული სასკოლო საგრანტო კონკურსის ორი გამარჯვებული სკოლა.


გამარჯვებული სკოლებია: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლას და სსიპ თამარ მეფის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლა.

გაამრჯვებულ სკოლებს ფონდისგან საჩუქრად გადაეცა რვა ათასი ლარი, რომელსაც ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენებენ.

უდიდესი მადლობა თითოეული სკოლის ადმინისტრაციასა და მოსწავლეს მაღალი ჩართულობისთვის.

მადლობა ჟიურის წევრებს, რომლებმაც იზრუნეს პროექტების შეფასებასა და გამარჯვებული სკოლის გამოვლენაზე:

გია მურღულია – ჰუმანიტარული აკადემიის დამფუძნებელი
ხათუნა რაზმაძე – 2021 წლის მასწავლებელი
გოგა ჩანადირი – ფონდის პროექტების ხელმძღვანელი
ლევან ბექაია – ფონდის დირექტორი

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჟიურის წევრებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა 2 სკოლის არჩევა, ვინაიდან აცნობიერებდნენ გრანტის საჭიროებას სხვა სოფლის სკოლებისთვისაც.