უკვე მეორე წელია, რაც თამაზ ბექაიას ფონდის დაფინანსებით სკოლის საგრანტო პროექტი ტარდება – სოფლის საჯარო სკოლებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ინფრასტრუქტურული/საგანმანათლებლო განვითარება. წელს გამარჯვებულების რაოდენობა სამამდე გაიზარდა და მაღალმთიანი რეგიონებიდან კიდევ 1 სკოლა დაემატება.
პროექტის მიზანია სასწავლო პროცესის ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება სოფლად მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აქვთ ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო გამოწვევები.
პროექტი სამი ეტაპისგან შედგება
პირველ ეტაპზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და სრულდება 1-ელ ნოემბერს – კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარადგინონ 100 სიტყვისგან შემდგარი პროექტი.
მეორე ეტაპი – 20 დეკემბრამდე გადასულმა ოცმა სკოლამ უნდა წარადგინოს 200 სიტყვიანი პროექტი ხარჯთაღრიცხვით.
25 დეკემბერს გამოვლინდება 2 სოფლის საჯარო სკოლა და 1 მაღალმთიანი სოფლის საჯარო სკოლის გამარჯვებული.
სოფლის საჯარო სკოლების კონკურსში გამარჯვებული სამი სკოლა მიიღებენ 8 000 ლარიან გრანტს და ამ თანხით უზრუნველყოფენ ინფრასტრუქტურულ/საგანმანათლებლო საჭიროებებს.
პროექტს ობიექტურად აფასებს ჟიური: მაკა ბერიძე – ახალციხის უნივერსიტეტის რექტორი
როლანდ შავაძე – 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული
გოგა ჩანადირი – თამაზ ბექაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდის პროექტების ხელმძღვანელი
თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი©