2025 წლის 17 იანვარს გაიმართა შეხვედრა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის.

ფონდსა და უნივერსიტეტს შორის სამწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, ამ მიღწეული ურთიერთობების გაღრმავების ახალი ეტაპი იწყება.

გაზაფხულის სემესტრიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებიც შეძლებენ თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიის მოპოვებას. ეს ფაკულტეტი რიგით მეოთხეა აღნიშნულ უნივერსიტეტში, რომელიც ფონდის მხარდაჭერით სარგებლობს.

შეხვედრა ასევე გაიმართა უშუალოდ მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებთანაც, რომელთა წინაშეც ახალი გადაწყვეტილება თავად ბატონმა თამაზ ბექაიამ წარადგინა:
„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი უნივერსიტეტია. აღსანიშნავია, რომ ფონდის დაარსება პანდემიის რთულ პერიოდს დაემთხვა, როდესაც განსაკუთრებული როლი დაეკისრათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. ამ გარემოებებმა განსაზღვრა ჩვენი გადაწყვეტილება, ხელი შეგვეწყო ამ პროფესიის წარმომადგენლების მომზადებისთვის. დღეს კი სიამაყით ვაცხადებთ, რომ გაფართოვდება თანამშრომლობის არეალი. ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი მიიღებს თამაზ ბექაიას ფონდის სტიპენდიას,“ – აღნიშნა ბატონმა თამაზ ბექაიამ.

აღსაღნიშნავია, რომ ფონდი უკვე რამდენიმე წელია, თსსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის – საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციის და საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო  პროგრამების საუკეთესო აკადემიური მაჩვენებლების მქონე სტუდენტებს აფინანსებს. ამ ეტაპზე ფონდს აღნიშნული უნნივერსიტეტიდან 21 სტიპენდიატი და 5 პრემიის ლაურეატი ყავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *